წესები და პირობები

მუხლი 1: ხელშეკრულების მხარეები

1.1. უცხო ენის სასწავლო ცენტრი კემბრიჯ აკადემია – შემდგომში „მომსახურების გამწევი“

1.2. მოსწავლის სახელი, გვარი (ორგანიზაცია) – შემდგომში „მომსახურების მიმღები“

1.3. მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები შემდგომში როგორც – “მხარეები”

მუხლი 2: ხელშეკრულების საგანი

2.1. მომსახურების გამწევი პერიოდულად მომსახურების მიმღებს მოთხოვნის შესაბამისად უწევს მომსახურებას, ხოლო მომსახურების მიმღები იღებს მომსახურებას და იხდის მის ღირებულებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

2.2. ამ ხელშეკრულებაში მომსახურებას წარმოადგენს მომსახურების მიმღების მიერ მოთხოვნილი უცხო ენის სასწავლო კურსი(ებ)ი, რომლის ჩამონათვალი და ღირებულება მოცემულია ამავე ხელშეკრულებაზე თანდართულ ინვოისში.

2.3. მხარეები თანხმდებიან მომსახურების მიღების შემდეგ გრაფიკზე: _

მუხლი 3: მომსახურების მიწოდების ვადა და ადგილი

3.1. მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი (საბურთალოს რაიონი) ან/და ონლაინ.

3.2. მომსახურების მიწოდების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად – ინვოისში მითითებული კურსის ხანგრძლივობის მიხედვით.

3.3. მომსახურების დასაწყისად ითვლება ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი.

მუხლი 4: მხარეთა უფლება და მოვალეობანი

4.1. მომსახურების გამწევი ვალდებულია ჩაუტაროს კურსი წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით, დადგენილ ვადებსა და ფასში.

4.2. მომსახურების ვალდებულება ითვლება შესრულებულად, ინვოისში მითითებული სრული კურსის ჩატარების შემდეგ.

4.3. მომსახურების მიწოდებასთან ერთად, მომსახურების გამწევი გადასცემს საჭირო მასალებს.

4.4. მომსახურების მიმღებს უფლება აქვს მოსთხოვოს გაცდენილი საათების ანაზღაურება.

4.5. ანაზღაურება მოხდება შეთანხმებული განრიგით და განსაზღვრული მისამართით ან/და ონლაინ სესიით.

მუხლი 5: მომსახურების ღირებულება და ანგარიშწორების წესი

5.1. მომსახურების მიმღე ვალდებულია გადაიხადოს ღირებულება წინსწრებით, საბანკო გადარიცხვით.

5.2. სრული ღირებულება უნდა გადაიხადოს კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე.

5.3. ფასი განისაზღვრება კურსის არჩევის შესაბამისად.

მუხლი 6: განსაკუთრებული პირობები

6.1. მომსახურების გამწევი არ აუნაზღაურებს გაცდენილ საათებს, თუ მოსწავლე არ გამოცხადდება.

6.2. დროზე ადრე გასვლა არ ათავისუფლებს გადახდისგან.

6.3. სასწავლო ცენტრი გასცემს სერთიფიკატს B1 დონიდან, თუ სტუდენტი წარმატებით ჩააბარებს ტესტს.

6.4. სტუდენტს შეუძლია ტესტის გადაბარება 7 დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში.

6.5. ორი ცდა წარუმატებლობის შემთხვევაში სასწავლო ცენტრი იტოვებს უფლებას არ გასცეს სერტიფიკატი.

6.6. კურსის შეწყვეტის 8 დღემდე შემთხვევაში სტუდენტს უბრუნდება გადახდილი თანხის 50%.

6.7. ფორსმაჟორული სიტუაციის დროს სასწავლო ცენტრი იტოვებს უფლებას შეცვალოს პედაგოგი ან ჯგუფი.

მუხლი 7: ხელშეკრულების ვადა, შეცვლის და შეწყვეტის წესი

7.1. პირობები შეიძლება შეიცვალოს ორმხრივი შეთანხმებით.

7.2. მომსახურების გამწევი უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურება, თუ დავალიანება გადაუხდელია.

7.3. წინსწრებით შეწყვეტა არ ათავისუფლებს გადახდისგან.

7.4. ხანგრძლივობა განისაზღვრება კურსის მიხედვით.

7.5. დასრულების თარიღი მითითებულია კურსის ხანგრძლივობის მიხედვით.

მუხლი 8: დასკვნითი დებულებები

8.1. მხარეები ადასტურებენ რომ ყველა პუნქტი გასაგებია და ეთანხმებიან.

8.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, ორივე ერთნაირი იურიდიული ძალით.

მუხლი 9: ჯგუფში სამუშაო წესები

9.1. გაკვეთილი იწყება და სრულდება ზუსტად განსაზღვრულ დროს.

9.2. ჯგუფის წევრები პატივს სცემენ ერთმანეთს.

9.3. ყველა წევრი თანაბარია სქესის, ასაკის, რელიგიის ან წარმომავლობის მიუხედავად.

9.4. არ განვიკითხავთ ან ვაკნინებთ მოსაზრებებს; მიზანი – უცხო ენის სწავლება.

9.5. დაცულია საუბრის რეგლამენტი და რიგითობა.

კურსზე რეგისტრაცია მიიჩნევა ხელშეკრულებაზე თანხმობის განაცხადად.